რა განრიგით იმოძრავებენ მატარებლები - „საქართველოს რკინიგზა“ რეისებს ამატებს

1-ელი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ გაუქმების გამო, განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც იცვლება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამგზავრო მატარებლების განრიგი და მოძრაობის დრო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ganrigi-1625118108.jpg

ganrigi2-1625118154.jpg