საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 30 579 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 980 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 367 058-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 352 624-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 327 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 18, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081 საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 529, აჭარაში - 163, იმერეთში - 353.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 601 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 37, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პირი, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 7, იმერეთში - 10.

605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 182- აჭარაში.

5 747 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 899 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 208, პირი, აჭარაში - 634, იმერეთში - 779.