„ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც"

ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და რა თქმა უნდა, ვზრდით რძის წარმოების მიმართულებასაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ წარდგენისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, საქართველო უფრო მეტ ხორცს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს.

"ჩვენი ძირითადი სასურსათო კატეგორიები ხორცის პროდუქტებში რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ეს არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორის და ფრინველის ხორცი. ჩვენ არ ვსაუბრობთ, ცხვრის ხორცზე. ჯამურად, ხორცის წარმოებაში საქართველო უფრო მეტს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს.

საქართველო მნიშვნელოვანი ექსპორტიორია, როგორც ცხვირს ხორცის, ისე ცოცხალი ცხვრის. რამდენადაც საქართველოში ცხვირს ხორცის მოხმარება ნაკლებია, თვითუზრუნველყოფა არ გვაქვს 100%. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვითუზრუნველყოფა გავზარდოთ. გვესმის, რომ კონკურენტუნარიანი, თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ვცხოვრობთ.

ჩვენ ვაორმაგებთ წარმოებას ხორცის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ვზრდით წარმოებას რძის მიმართულებით, სადაც უკეთესი ვითრება გვაქვს თვითუზრუნველყოფის მიმართულებით“,- აღნიშნავს დავითაშვილი.