Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1597 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1597 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1500 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 30 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1659 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7639 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.