რუსეთში მზესუმზირის ექსპორტი გაძვირდა

დღეიდან რუსეთში მზესუმზირის ექსპორტზე გადასახადი იზრდება. პროდუქციის ღირებულების 50%-იანი საბაჟო ტარიფი ტონაზე, არანაკლებ, 320 დოლარს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება ფედერაციის მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. ახალი ტარიფები 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

საექსპორტო საბაჟო გადასახადი მზესუმზირასა და რაფსზე 9 იანვრიდან 30 ივნისამდე 6,5%-დან 30%-მდე, ანუ ტონაზე, არანაკლებ, 165 ევრომდე გაიზარდა.

დღეიდან რუსეთში ახალი საექსპორტო გადასახდი სოიოს მარცვალზეც ამოქმედდება. საბაჟო ტარიფი პროდუქციის ღირებულების 20%-ს შეადგენს და ტონაზე 100 დოლარზე ნაკლები არ იქნება. ეს ტარიფიც მომავალი წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

1-ლი თებერვლიდან 30 ივნისამდე სოიოს მარცვალზე 30%-იანი საბაჟო ტარიფი მოქმედებდა.

კოკა კვირკველია