"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე

"ავერსი" როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი კომპანია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილე და გამარჯვებულია. ორი წლის წინ მას „ჯორჯიან თაიმსის“ და "გორბის" ბიზნესრეიტინგის მთავარი პრიზი – ბიზნესის ეროვნული ჯილდო - გადაეცა.

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის XXI საზეიმო დაჯილდოება 29 ივნისს გაიმართა "გარდენ ჰოლში". ღონისძიებაზე 2020-2021 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები დაასახელეს. ბიზნესმენებს შორის საუკეთესოები თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს, წლის საუკეთესო ინვესტორი კი ჟიურიმ გამოავლინა.

დაჯილდოებაზე კომპანია "ავერსმა" დამსახურებული ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში: გუნდის პროფესიონალიზმი, უმსხვილესი დამსაქმებელი, ხარისხის გარანტი.

aversii-1625141186.jpg

"ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელის, ბატონ მალხაზ გულაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების გამოვლენა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიოს ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

(R)