Tbc capital: 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება

Tbc capital-მა მაკრო-სექტორული მიმოხილვა განაახლა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს ეკონომიკის ზრდა 6.5% იქნება.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, წელს ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 40%-ით აღდგება, 2022 წელს კი მისი მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 90%-ს მიაღწევს.

ნოდარ სირბილაძე