გიორგი გახარიას პარტიას 8 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით, 105 213 ლარი შესწირეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის“ 8 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში 105 213 ლარი შესწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 21-მა სუბიექტმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან პარტიას ყველაზე მეტი - 25-25 ათასი ლარი პარტიის წევრებმა, ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი ხოჯევანიშვილმა შესწირეს.

შემომწირველებს შორისაა პარტიის წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პარტიის პრეზენტაცია კი გიორგი გახარიამ 29 მაისს გამართა.