საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 367 ცალი „STIX“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 7 340 ლარს.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.