მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 183 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 167 მილიონზე მეტი ადამიანი.

ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.