წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ დასახელდა

29 ივნისს მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესრეიტინგის 21-ე საზეიმო ცერემონიალი გარდენ-ჰოლში ჩატარდა. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ.

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ დასახელდა. ამავდროულად „სოკარმა“ გაიმარჯვა ნომინაციებში: გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.

poto-tekstshi-1625207438.png

აღსანიშნავია, რომ „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ 2006 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ბუნებრივი აირის იმპორტი, მიწოდება და განაწილება სოციალური და კომერციული მომხმარებლებისათვის საქართველოს მასშტაბით.

„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს საქართველოში. კომპანიის მიერ გაწეული საქველმოქმედო და სოციალური საქმიანობა კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის.

(R)