საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 190 ტესტი ჩატარდა.