5 თვეში ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულად გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 1,397 მლრდ ლარი შეადგინა.

დეფიციტშია ასევე ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 4,704 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 5,389 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან პირველ კვარტალში ბიუჯეტის ასეთი მოცულობის დეფიციტი ჯერ ქვეყანას არ ჰქონია. ცხადია, ამ ყველაფრის მიზეზი კი ეკონომიკური კრიზისია, რომლის გამოც მთავრობამ ხარჯები გაზარდა.

ცხადია, ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი გავრცელებული და მთავარი გზა ვალების აღებაა. მიმდინარე წლის 5 თვეში მთავრობის ვალდებულებები 3,216 მლრდ ლარით გაიზარდა.

ნოდარ სირბილაძე