Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1600 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1600 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1555 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 1-ელ ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1619 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7484 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.