ახალი ტექნოლოგიის ტაივანურ მიკროჩიპებს პირველად Apple და Intel გამოიყენებენ

კორპორაციები Apple და Intel გეგმავენ, პირველებმა დაიწყონ მიკროჩიპების წარმოებაში ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც ტაივანური კომპანია TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company)-ის მიერ არის შემუშავებული. ინფორმაციას იაპონური ბიზნეს-გამოცემა Nikkei ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკული კომპანიები ამ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებას უკვე მომავალი წლიდან შეძლებენ, ვიდრე ის ღია ბაზარზე გამოჩნდება. ამ დროისთვის Apple და Intel 3-ნანომეტრულ ჩიპებზე ტექნოლოგიის ტესტირებას ახდენენ.

TSMC-ის მონაცემებით, ასეთი ჩიპების გამოყენება მოწყობილობების წარმადობას 10%-ით გაზრდის მაშინ, როცა ენერგომოხმარება 25-30%-ით შემცირდება. Apple-ის პროდუქციაში აღნიშნული ჩიპები პირველად iPad პლანშეტებზე გამოჩნდება.

კოკა კვირკველია