კომპანიები, პლანეტა და საკუთრებები, რომლებიც ტრილიონები ღირს

ჰავაის Grassroot Institute-ის თანახმად, ტრილიონი დოლარი თითქმის დაუთვლელი თანხაა - სინამდვილეში, ერთდოლარიანი კუპიურებით, მისი წონა 1,1 მილიონი ტონაა და 44 000-ზე მეტ სატვირთოზე ეტევა. რა შეიძლება ღირდეს ასეთი თანხა? მაგალითად კომპანია Facebook.

წარმოგიდგენთ კომპანიებს, საკუთრებებს და მათ შორის, პლანეტასაც, რომლებიც რამდენმე ტრილიონი ან მეტი ღირს:

Apple

Apple გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის ღირებულებამაც 2018 წელს 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა იმავე წელს მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამის შემდეგ Apple სწრაფად გამოჯანმრთელდა - და მეტიც, გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის ღირებულებაც 2 ტრილიონი დოლარი გახდა. სულ ბოლო, 28 ივნისის მონაცემებით, Apple– ის ღირებულება 2,25 ტრილიონი დოლარია.

Amazon

28 ივნისის მდგომარეობით, ამაზონის ღირებულება ამჟამად 1,74 ტრილიონი დოლარია. ბიზნეს პლატფორმის, Comparisun -ის ანალიზის თანახმად, თუ კომპანიის ქონება ამჟამინდელი ტემპით გაიზრდება, შესაძლოა, ჯეფ ბეზოსი 2026 წლისთვის მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდეს. Forbes– ის თანახმად, ამჟამად ბეზოსი 200 მილიარდ დოლარზე ნაკლებს ფლობს.

Microsoft

2018 წლის ბოლოს Microsoft- მა მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანიის გვირგვინი მოიპოვა, შემდეგ კი 2019 წლის აპრილში 1 ტრილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ამჟამად მისი ღირებულება 2.02 ტრილიონი დოლარია.

Alphabet

Google– ის მშობელი კომპანიის, Alphabet– ის ღირებულება 28 ივნისის მონაცემებით 1,67 ტრილიონი დოლარია. თავად Google- ის მუდმივ წარმატებას უკავშირდება მისი ძლიერი სარეკლამო ბიზნესი, მომგებიანი შენაძენები - როგორიცაა YouTube და სხვა უამრავი პროექტი.

Facebook

Facebook ახლახანს შეადგინა ტრილიონ დოლარიანი კლუბის წევრი კომპანია გახდა. Facebook განაგრძობს ზრდას საკუთარ პლატფორმაზე, მან რამდენიმე ძალიან პოპულარული კომპანია შეიძინა, მათ შორის Instagram და WhatsApp. Facebook ამჯამად 1.01 ტრილიონი დოლარი ღირს.

Saudi Aramco

Apple შეიძლება ყოფილიყო პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა, მაგრამ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი Saudi Aramco გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც ეს 2018 წლის დეკემბერში, რვა თვით ადრე გააკეთა.

COVID-19 აფეთქებამ ნავთობის ფასები და Saud Aramco- ს ღირებულება შეამცირა, მაგრამ მსოფლიოს გახსნისთანავე, ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და კომპანიის ღირებულება 2 ტრილიონი დოლარი გახდა.

House of Saud

„საუდის არაბეთის სახლი“ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახი, რომელიც ქვეყანას 1744 წლიდან მართავს. ოჯახს დაახლოებით 15,000 წევრი ჰყავს, რომლებიც 1.4 ტრილიონ დოლარზე მეტს ფლობენ. სხვა მონარქიები ამ მმართველი კლანის სიმდიდრეს ვერც კი უახლოვდებიან.

მსოფლიოს ყველა ოქრო

ძნელი სათქმელია, თუ ზუსტად რამდენი ოქროა მსოფლიოში, მაგრამ ამჟამინდელ ფასებში, ძვირფასი ლითონის ყველა წყაროს მთლიანი ღირებულება 9,14 ტრილიონი აშშ დოლარია.

ყველა უძრავი ქონება ჩინეთში

ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. 2019 წელს მისი საცხოვრებელი და კომერციული საკუთრება 52 ტრილიონი დოლარი ღირდა. Goldman Sachs Group– ის თანახმად. ეს მოიცავს ქვეყნის ყველა სახლს, ასევე კომერციულ ფართებს, როგორიცაა სასტუმროები, საზოგადოებრივი ობიექტები და მაღაზიები.

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიმდიდრე

Credit Suisse– ის 2021 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატები მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა, რომლის სიმდიდრე 126,3 ტრილიონი აშშ დოლარს შეადგენს. ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიოს მილიონერების 39% ცხოვრობს.

„ბრილიანტის პლანეტა„

2011 წელს აღმოაჩინეს დედამიწაზე ორჯერ დიდი ზომის კლდოვანი პლანეტა, რომელიც კირჩხიბის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავდა. ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ 55 Cancri e - ე.წ. "ბრილიანტის პლანეტა" – ბრილიანტის სქელი ფენით გარშემორტყმული გრაფიტის ზედაპირია. ეგზოპლანეტის მკვრივი ნახშირბადის შემადგენლობა, 2150 ° C ტემპერატურასთან ერთად ქმნის იდეალურ პირობებს გამოუყენებელი ქვის წარმოებისთვის. სავარაუდოდ, ბრილიანტის პლანეტის ღირებულება 306 კვადრილიონზე მეტია.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი