AirCar - როგორ გამოიყურება მფრინავი ავტომობილი, რომელმაც პირველი საქალაქთაშორისო ფრენა წარმატებით განახორციელა

სლოვაკეთში AirCar-მა - მფრინავმა ავტომობილმა პირველი საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა. CNN-ის ინფორმაციით, საფრენი აპარატი, რომელიც 160-ცხენის ძალის BMW-ს ძრავით არის აღჭურვილი და საწვავზე მუშაობს, ქალაქ ნიტრადან ბრატისლავაში ჩაფრინდა.

AirCar ჰიბრიდული ავტომობილია და ფრენის გარდა ხმელეთზე ჩვეულებრივი მანქანის მსგავსად გადაადგილდება.

იმისათვის, რომ მანქანა საფრენ აპარატად გადაიქცეს, სულ რაღაც 2 წუთი და 15 წამი სჭირდება. ავტომობილში მყოფ ადამიანთა ჯამური მასა 200 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

სატესტო ფრენას სულ 35 წუთი დასჭირდა. ავტომობილის შემქმნელი, პროფესორი სტეფან კლაინი შედეგით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მფრინავი ავტომობილის სრულყოფაზე მუშაობას გააგრძელებს.

კლაინმა ავტომობილი თავისივე კომპანია Klein Vision-ის ქარხანაში ააწყო, რასაც 2 წელი დასჭირდა. მისი თქმით, AirCar-ს აქვს პოტენციალი მომავლის ერთ-ერთი წამყვანი მფრინავი ტრანსპორტი გახდეს, რომელიც ადამიანებს უმოკლეს დროში გადაადგილების საშუალებას მისცემს.

ის აცხადებს, რომ AirCar-ის ამჟამად არსებულ მოდელს 2 500 მეტრის სიმაღლეზე 1 000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ AirCar-ს აფრენის დროს აუცილებად სჭირდება საფრენი ბილიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საჭირო სიჩქარის განვითარებას ვერ შეძლებს.

aircar-2-resize-md-1625235083.png

klein-vision-aircar-scaledjpg78e0a1d0718d48ed7234886f05ee58cd-1625235100.jpg

untitled-2021-07-01t062818377-1625235126.jpg

ბექა ბერიაშვილი