პრინცესა დაიანას ძველი ავტომობილი და სხვა უნიკალური ნივთები, რომელიც 2021 წელს აუქციონზე გაიყიდა

მიმდინარე წელს რამდენიმე უნიკალური ნივთი გაიყიდა, მათ შორის ერთ-ერთი პრინცესა დაინას პირადი ავტომობილი იყო.

მანქანა, პრინც ჩარლზმა დიანას ქორწილის წინ აჩუქა.

წარმოგიდგენთ 2021 წელს აუქციონებზე გაყიდული ნივთების ნაწილს:

პრინცესა დიანას 1981 წლის Ford Escort Ghia: 72 000 დოლარი

ჩარლზის მიერ, ქორწილამდე ორი თვით ადრე პრინცესა დიანასთვის ნაჩუქარი მანქანა 1981 წლის Ford Escort Ghia აუქციონზე 72 000 დოლარად გაიყიდა. ავტომობილს პრინცესა 1982 წლის აგვისტომდე მართავდა. 29 ივნისს ნივთი აუქციონზე ორიგინალი სარეგისტრაციო ნომრით, საღებავით და რადიოთი გაიტანეს.

princesa1-1625236076.jpg

უინსტონ ჩერჩილის სიგარების კოლოფი: 79,000 დოლარი

2021 წელს აუქციონზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრავალი სუვენირი გაიტანეს. მათ შორის იყო ჩერჩილის სიგარის ყუთი. ნივთზე ამოტვიფრულია ჩერჩილის სახელი და ორი ხელმოწერილი სიგარა. ლოტი მარტში 79 000 დოლარად გაიყიდა.

princesa2-1625236113.jpg

“ჰეკინგის მონა ლიზა“: 3.4 მილიონი დოლარი.

ლეონარდო და ვინჩის მე -17 საუკუნის ყველაზე ცნობილი ნამუშევრის ასლი, მონა ლიზა ანტიკვარიატის დილერმა რეიმონდ ჰეკინგმა 1953 წელს მხოლოდ 3 ფუნტად იყიდა. დროთა განმავლობაში ჰეკინგი მივიდა დასკვნამდე, რომ მის მფლობელობაში XVI საუკუნის ორიგინალური ნახატი აღმოჩნდა, რომელიც მანამდე 1911 წელს ლუვრში მოიპარეს და გალერეას ასლი დაუბრუნდა. მან დიდი ფული დახარჯა იმისთვის, რომ სიმართლე დაემტკიცებინა.

princesa3-1625236147.jpg

მსოფლიო ქსელის საწყისი კოდი: 5,4 მილიონი

დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც სერ ტიმ ბერნერ-ლიმ მსოფლიო ინტერნეტი გამოიგონა, მისი გამოგონების პატენტზე უარი თქვა და არასდროს მონეტიზებული არ ყოფილა. ახლა კი მან გაყიდა NFT კოდი, რომელიც 1989 წელს შექმნა. კოდი 5.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

(წყარო - lovemney.com)

თეონა რამაზაშვილი