ნინო ლაცაბიძე - თითოეულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ღირსეული სამუშაო გარემოს  შექმნა

თითოეულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიოტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ცნობით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე დღეს, პარლამენტის წევრ ალექსანდრე დალაქიშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ქალაქის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან ერთად იმყოფებოდა რუსთავის აზოტის ქარხანაში, სადაც ისინი შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას და აზოტში დასაქმებულ პირებს, ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე პროექტები, რომელიც წელს განხორციელდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ისაუბრეს მთავარ გამოწვევებზე და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.