„რაც არ უნდა გატყუონ ცენტრალური ბანკის მოტრფიალეებმა, კარგი ცენტრალური ბანკი - გაუქმებული ცენტრალური ბანკია“

„რაც არ უნდა გატყუონ ცენტრალური ბანკის მოტრფიალეებმა, კარგი ცენტრალური ბანკი - გაუქმებული ცენტრალური ბანკია,“-ამის შესახებ ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„8 წლის მანძილზე 100 ლარი გახდა 143 ლარი. ანუ რაც მოგდიოდა 100 ლარად, ახლა 43 ლარით მეტია იგივესთვის საჭირო. გაძვირდა:

- სურსათი 52%

- ალკოჰოლი და თამბაქო 119%

- წყალი, ელ.ენერგია, გაზი 31%

- ჯანდაცვა 65%

- ტრანსპორტი 28%

- სასრუმროები, კაფეები, რესტორნები 47%

- განათლება 17%

მაგალითისთვის, დოლარიზებულ პანამაში 8 წლის ინფლაცია 7%-ია. ეკვადორში 12%.

რაც არ უნდა გატყუონ ცენტრალური ბანკის მოტრფიალეებმა, კარგი ცენტრალური ბანკი - გაუქმებული ცენტრალური ბანკია,“- წერს ხორგუაშვილი.