ბინების გაყიდვები 2021 წელს  6%-ით მეტი იქნება, ვიდრე კრიზისამდელ პერიოდში იყო

2021 წელს ბინების გაყიდვები კრიზისამდელ პერიოდს 6%-ით გადააჭარბებს.

ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნული დსკვნის გაკეთების შესაძლებლობას თბილისში გაყიდვების დინამიკის აღდგენა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესება იძლევა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, თბილისში 2021 წლის 1-ელ ნახევარში ბინებზე მოთხოვნა პრეკრიზისულ დონეს გაუტოლდა.

„თბილისში ძველ ბინებთან შედარებით, ახალ ბინებზე მოთხოვნა მდგრადია. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის დასრულების მიუხედავად, 2021 წელს 2019 წელთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 2%-ით არის გაზრდილი. შედარებით ნელი ტემპით უმჯობესდება ძველი ბინების რეალიზაცია,“-აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი