მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ

დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გათიშულია, მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

კონკრეტულად რამ გამოიწვია რეგისტრაციის შეფერხება, ჯერჯერობით უცნობია. საიტზე მითითებულია, რომ ტექნიკური განახლება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია“ დღეს, 3 ივლისიდან უნდა დაიწყოს.