თავდაპირველად, როდესაც მზის სათვალე გამოიგონეს, მსურველები არჩევანში შეზღუდულები ნამდვილად იყვნენ. მზის სათვალის ერთადერთი მიზანი მზის სხივებისგან თვალის დაცვა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დიზაინთან ერთად სათვალის დანიშნულებაც ნაწილობრივ შეიცვალა და მოდურ აქსესუარად იქცა, რომელიც ადამიანის ფინანსურ მდგომარეობას და სტატუსსაც კი უსვამს ხაზს.
დღეს მზის სათვალის შეუზღუდავი არჩევანია. მათი ფასის დიაპაზონი კი ულიმიტო. ბაზარზე თუნდაც მეორადი მზის სათვალის შეძენა 1 ლარიდანაც კი შეიძლება და მათი ფასი ასეულობით ათას დოლარამდეც ადის.
წარმოგიდგენთ 2021 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ მზის სათვალეებს:
Louis Vuitton Cyclone Sunglasses
Louis Vuitton Malletier ან Louis Vuitton არის ფრანგული ბრენდი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული მოდის აქსესუარების წარმოებით არის ცნობილი. LV's Cyclone- ის სათვალე მას შემდეგ გახდა პოპულარული, როდესაც კორეულმა ჯგუფმა BTS-მა დაიწყო მათი პოპულარიზაცია. ამჟამად სათვალე ძალიან პოპულარულია BTS -ის გულშემატკივრებში. Louis Vuitton Cyclone- ის ღირებულება 870 დოლარია.
Cartier Paris 18k Gold Sunglasses
ცნობილმა ლუი-ფრანსუა კარტიემ ბრენდი “კარტიე“ 1847 წელს დააარსა და 1964 წლამდე მისი საოჯახო ბიზნესი იყო. დღეს ეს ბრენდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. Cartier Paris 18K ოქროს სათვალე ასევე ყველაზე ძვირად ღირებულია მსოფლიოში. ის დაახლოებით 25,000 აშშ დოლარი ღირს. სათვალის მთავარი მახასიათებელი რეტრო დიზაინი და 1980-იანი წლების მოდის ტენდენციებთან მიახლოებაა.
Lugano Diamonds Sunglasses
Lugano Diamond სათვალეების მაღალ ღირებულებას პირველ რიგში, ჩარჩოში ჩაყოლებული ბრილიანტი განსაზღვრავს. ეს არის კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც თავის თავს "მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საიუველირო ბრენდს“ უწოდებს. Lugano Diamonds დაახლოებით 27 000 დოლარი ღირს.
Bentley Platinum Sunglasses
ბრიტანული საავტომობილო კომპანია Bentley 1998 წლიდან Volkswagen Group- ის შვილობილი კომპანიაა. ის სპეციალიზირებულია ძვირად ღირებული მანქანების შექმნაში. Bentley– მ მისი 100 წლის იუბილეს საპატივსაცემოდ უნიკალური, ძვირად ღირებული სათვალეები გამოუშვა. Bentley Platinum სათვალე 45 276 აშშ დოლარი ღირს.
Gold And Wood 253 Diamond Glasses
ცნობილი ბრენდის Gold adWood საწარმო სახლი ლუქსემბურგში მდებარეობს. კომპანია, რომელიც 1995 წელს დაარსდა, ცნობილია ძვირად ღირებული სათვალის წარმოებით. Gold And Wood 253 55 000 დოლარი ღირს.
Bulgari Flora Sunglasses
ძვირად ღირებული იტალიური ბრენდი Bulgari, აწარმოებს პრემიუმ ტყავის ნაწარმს, საათებს, სამკაულებს და დახვეწილ სათვალეებს. Bulgari Flora -ს აქვს თეთრი ოქროს კორპუსი, რომელიც ბრილიანტებით არის ნაკეთები. აქსესუარი 59 000 დოლარი ღირს.
Luxuriator Due Style 23
Luxuriator by Franco არის გერმანული ბრენდი, რომელიც თავის ყველა ძვირად ღირებულ აქსესუარს ხელით აწარმოებს. Due Style 23 -ის კორპუსი მოოქროვილია, ჩარჩო დამზადებულია კამეჩის რქებისგან. ეს უნიკალური პროდუქტი უჩვეულო ფასად, დაახლოებით 65,000 დოლარად იყიდება.
Emerald Sunglasses - Shiels Jewellers
ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში მცხოვრებმა ჯეკ შილსმა 1945 წელს ბრენდი Shiels Jewellers დააარსა. დღეს ბრენდი ალბერტ ბენსიმონს ეკუთვნის და ცნობილია ზოგიერთი ექსკლუზიური დიზაინის წარმოებით. მწარმოებელი ზურმუხტის ლინზებს დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იყენებს. ამჟამად ის მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირად ღირებული სათვალეა 200 000 დოლარი ღირს.
DG2027B Dolce And Gabbana
იტალიური ბრენდი Dolce And Gabbana დიზაინერებმა დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ 1985 წელს, ლეგნანოში დააარსეს. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდის “ლეიბლია“. D & G- ის DG2027B სათვალე, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული სათვალეა, რომელიც 383 609 დოლარი ღირს.
Chopard De Rigo Vision Sunglasses
Chopard-ის სათვალეები შვეიცარიული ექსპერტიზისა და იტალიური დიზაინის თანამშრომლობის შედეგია. Chopard Sun 2020-ის კოლექციამ, რომელიც De Rigo Vision- მა შექმნა, მასების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ეს სათვალე 2021 წელს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მზის სათვალედ ითვლება და 408 000 დოლარი ღირს. სათვალის დიზაინი დამზადებულია 24 კარატი ოქროსგან და იწონის 60 გრამს.
(წყარო - therichest.com)