ფრანსუა ოლანდი: ამ ეტაპზე რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის საფუძველს ვერ ვხედავ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის საფუძველს ვერ ხედავს.

ფრანსუა ოლანდის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი პროგრესი იმისთვის, რომ საფრანგეთმა "მისტრალის" მიწოდება განახორციელოს. "მისტრალის" კონტრაქტის შესრულება რუსეთის მიერ მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესრულებაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ", - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის საკითხზე პროგრესი მიღწეული იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.