მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 184 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 184 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.99 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 169 მილიონს უახლოვდება.

ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.5 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.