საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 5000 დოზა ვაქცინა მიიღო

საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა. ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.

„ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - წერს ციხელაშვილი.