მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 540,1 მლნ ლარი შეადგინა

2014 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 540,1 მლნ ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,6 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 4,5 პროცენტით გაიზარდა. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (18,3 პროცენტი) და ვაჭრობა (17,6 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,3 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი). ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (17,8 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (12,8 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (11,4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (6,6 პროცენტი), ტრანსპორტი (6,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,5 პროცენტი), ვაჭრობა (5,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,0 პროცენტი). კლება დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-3,1 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2015 წლის 16 ნოემბერს.