კლინიკური კვლევითი კომპანია Parexel 8,5 მლრდ დოლარად გაიყიდა

შვედური კომპანია EQT AB და ამერიკული Goldman Sachs Group 8,5 მლრდ დოლარად კლინიკური კვლევების კომპანია Parexel International-ს ყიდულობენ.

Parexel, რომლის მფლობელიც Pamplona Capital Management-ია, კლინიკური ცდებით მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებს ემსახურება. Pamplona Capital-ის მართვის ქვეშ 11 მლრდ დოლარის აქტივებია.

„ბოლო 18 თვის განმავლობაში Parexel-ის ბიზნესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ჩვენ კვლავ ინოვაციებსა და კლიენტების საჭიროებებზე ვართ ფოკუსირებული,“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს მაკდონალდმა.

Goldman Sachs Asset Management 2 ტრლნ დოლარის აქტივებს მართავს. გასულ თვეს საინვესტიციო ბანკმა ინვესტიციები იმავე ჯანდაცვის სფეროს მონაცემთა მართვის ოპერატორ კომპანია Datavant-ში ჩადო.

კოკა კვირკველია