საფრანგეთი მოუწოდებს ევროკავშირს, მსხვილი პროექტების დასაფინანსებლად ობლიგაციები გამოსცეს

საფრანგეთის ინიციატივით, ევროკავშირმა უნდა შექმნას საერთოევროპული მექანიზმი მსხვილი კოსმოსური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროექტების დასაფინანსებლად, რადგან წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრ ბრუნო ლე მერმა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში, რადგან ვერც ერთი ევროპული ქვეყანა დამოუკიდებლად დაბალორბიტალური პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებს. ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ მსხვილი ინვესტიციებისთვის შეიქმნას დაფინანსების მუდმივი მექანიზმი საერთო ობლიგაციების გამოცემით, როგორც ეს 750 მლრდ ევროს აღდგენითი გეგმის დროს გაკეთდა და რომელიც 2020 წლის ივნისში დამტკიცდა,“ - განაცხადა ლე მერმა.

მისი თქმით, ინვესტიციების მთავარი მიმართულებები იქნება სფეროები, რომლებიც ევროპის დამოუკდებლობას უზრუნველყოფენ, მაგალითად, წყალბადი, აკუმულატორები და ნახევრადგამტარები.

„საფრანგეთი ენერგეტიკის მხრივ ყოველთვის დამოუკდებელი იყო და ეს უნდა გაგრძელდეს. მეტად ინოვაციურ სექტორებში სახელმწიფო ინვესტიციებია საჭირო, რის მოცულობასაც პრეზიდენტი მომდევნო კვირებში გაახმიანებს,“ - განცხადა მინისტრმა.

კოკა კვირკველია