ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადა მაუწყებლებს ავტომატურად გაუგრძელდებათ

ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადა მაუწყებლებს ავტომატურად გაუგრძელდებათ.

ამას "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

პროექტი ადგენს "მაუწყებლობის შესახებ" კანონის შესაბამისად, ერთხელ, ავტომატურად ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ერთჯერად გაგრძელებას, უსასყიდლოდ - 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

ასევე, განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიისთვის განცხადებით მიმართვის ვადას.

კერძოდ, მაუწყებლებმა კომისიას განცხადებით უნდა მიმართონ ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.