საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 606 ტესტი ჩატარდა.