ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები დროებით გაითიშა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია. თბილისის მერიის ცნობით, გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა.

მათი ინფორმაციით, შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება.