სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 57 450 00 000 ლარი შეადგინა.

აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 8.990%, მაქსიმალური - 9.130%, საშუალო შეწონილი - 9.018%.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000%-ს შეადგენდა. უწყების ცნობით, კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.