აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 32 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.350 პროცენტით, მაქსიმალური 9.435 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.365 პროცენტით განისაზღვრა.