შსს-მ ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები - დევი გ. და ედნარ შ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დევი გ-მ და ედნარ შ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ემელსი მუქერიას აჭარაში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 100 000 აშშ ამერიკული დოლარი შესთავაზეს.

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, აღნიშნულმა პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს წინასწარ გადასცეს მოთხოვნილი თანხის 20% - 20 000 აშშ ამერიკული დოლარი. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.