,,აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირების მეორე ეტაპის კრიტერიუმები ბაღების და ფიტნეს კლუბების ნახევარზე მეტმა ვერ დააკმაყოფილა - შედეგები

,,აწარმოე საქართველოში“ სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მეორე ეტაპის შედეგები ცნობილია.

,,ბიზნესპრესნიუსს“ უწყებიდან ის მონაცემები მიაწოდეს, თუ რამდენმა ობიექტმა დააკმაყოფილა კრიტერიუმები.

ირკვევა, რომ ჯამურად 67 განცხადება შევიდა. აქედან, კრიტერიუმები, მხოლოდ 24-მა დააკმაყოფილა, 43 კი სუბსიდირების მეორე ეტაპზე დახმარებას ვერ მიიღებს.

განცხადება სუბსიდირების მოთხოვნით 23-მა საბავშვო ბაღმა და 44-მა ფიტნეს კლუბმა შეიტანა. კრიტერიუმები კი, მხოლოდ 4-მა საბავშვო ბაღმა და 20-მა ფიტნეს კლუბმა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის მეორე ეტაპის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 2 ივნისს დაიწყო და 11 ივნისს დასრულდა.

თამარ მუკბანიანი