ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რადიო წამყვანები

ელექტრომაგნიტური რადიოტალღების გამოყენებით კომუნიკაციის მეთოდი პირველად 1890-იან წლებში, ჯერ სამეფო საზღვაო ძალამ, შემდეგ კი აშშ-ს საზღვაო ძალებმა გამოიყენეს. მანამდე, მკვლევარებმა და მეცნიერებმა რადიოკავშირის განვითარებაზე წლები დახარჯეს. იმ პერიოდში რადიოს მეშვეობით მუსიკის მოსმენა განსაკუთრებით პოპულარული იყო. ტენდენცია გრძელდება დღესაც. რადიო კომუნიკაციის და გართობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. სფეროში მოღვაწე ვარსკვლავებმა კი რადიოში სხვადასხვა გადაცემების წაყვანით მილიონებიც გამოიმუშავეს.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარ რადიო წამყვანებს შორის მე-8 ადგილს კაილი და ჯეკი ო იკავებენ.

კაილი და ჯეკი ო ავსტრალიის საყვარელი რადიო წამყვანები არიან. მათი საერთო ქონება 6 მილიონ დოლარს შეადგენს. წამყვანები ავსტრალიის ვარსკვლავებადაც ითვლებიან.

7. ლორა ინგრამი

რეიგანის ადმინისტრაციაში მუშაობის შემდეგ ლორა ინგრამი თავისი შოუს წყალობით, სახელწოდებით Laura Ingraham Show, ცნობილი რადიო წამყვანი გახდა.

რადიოში მუშაობის თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ იგი ტელევიზიაში გადავიდა და Fox News– ის The Ingraham Angle– ის მთავარ წამყვანად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგრამის წლიური ანაზღაურება 15 მილიონი დოლარია, ხოლო წმინდა ქონება დაახლოებით 40 მილიონი დოლარი.

6. მაიკლ სვეიჯი

მაიკლ ალან ვეინერმა, საყოველთაოდ ცნობილმა როგორც მაიკლ სვეიჯი, პოპულარობა მოიპოვა, როგორც მწერალმა, აქტივისტმა, პოლიტიკოსმა და რადიოს წამყვანმა. მაიკლმა მოღვაწეობა 1999 წელს, ამერიკაში The Savage Nation-ით დაიწყო. ათი წლის განმავლობაში მან მილიონობით მაყურებელი და თაყვანისმცემელი მოიზიდა. მაიკლმა Savage- მა შოუდან 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რადიომოყვარულია, რომლის ქონება დაახლოებით 80 მილიონ დოლარს შეადგენს.

5. ზოი ბოლი

ზოი ბოლმა წარმატებას ისეთ შოუებში მიაღწია, როგორიცაა “რადიო 1“ და “რადიო 2“ -ს შოუ BBC- სთვის. იგი პირველი ქალი რადიო წამყვანი იყო 1997 წელს. ზოი ბოლი ასევე ცნობილია ეთერში გაკეთებული გაბედული გაცხადებებით, რაც 90-იანი წლებისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. 2021 წლისთვის მისი ქონება 95 მილიონი დოლარია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რადიო წამყვანის სტატუსს ანიჭებს.

4. გლენ ბეკი

Pinterest- ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური სქემის თანახმად, ამერიკაში გლენ ბეკი უკვე რამდენიმე წელია, რაც Forbes- ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი რადიო ჰოსტია. ბეკის წმინდა ქონება 250 მილიონი დოლარია.

ბეკმა სახელი მისი შოუ- Glenn Beck რადიოპროგრამით გაითქვა, რომელიც ყოველკვირეულად მილიონობით ადამიანს იზიდავდა.

3. შონ ჰანიტი

შონ ჰანიტი არის “შონ ჰანიტის“ პოპულარული ეროვნული თოქ რადიო შოუს წამყვანი. ის ასევე ცნობილია Simply Hannity for Fox News -ის მასპინძლობით.

“შონ ჰანიტის შოუ“ გადის პრემიერ ქსელებში და არის ყოველკვირეული პირდაპირი რადიო თოქშოუ. ჰანიტი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რადიო წამყვანი არამხოლოდ ამერიკაში, რომლის ქონებაც სავარაუდოდ, 275 მლნ დოლარია.

2. რაიან სიკრესტი

რაიან სიკრესტი პოდკასტის პოპულარული წამყვანი და რადიო ინდუსტრიის კიდევ ერთი დიდებული სახელია. ამასთან, მას მიჰყავს შოუები - American Idol, American Top 40 და Live with Ryan Seacrest. რაიანი დაახლოებით 330 მილიონი დოლარის მფლობელია.

1.ჰოვარდ შტერნი

ამერიკელი ჰოვარდ შტერნი საუკეთესო რადიო ჰოსტად და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ წამყვანად ითვლება. მისი ქონება დაახლოებით 700 მილიონი დოლარია. “ჰოვარდ შტერნის“ შოუ მარადიული ჰიტია მთელ მსოფლიოში. შოუ იმდენად პოპულარულია, რომ 1994 წლიდან გადასცემს სხვადასხვა ქსელში.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი