გიორგი გახარია - თბილისის მერად რამდენიმე კარგ კანდიდატს განვიხილავთ - კახი კალაძე ღირსეული კონკურენტი იქნება

თბილისის მერად რამდენიმე კარგ კანდიდატს განვიხილავთ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე თბილისის მერობის ღირსეული კონკურენტი იქნება.

“თბილისის მერად რამდენიმე კარგ კანდიდატს განვიხილავთ. ზუგდიდის მერობაზე უკვე ჩამოყალიბებული ვართ. კახი კალაძე ღირსეული კონკურენტი და პრეტენდენტი იქნება მერობის“, - აღნიშნავს გახარია.