Microsoft-ი Windows-ის მომხმარებლებს სისტემის განახლებისკენ მოუწოდებს

Microsoft-ი Windows-ის მომხმარებლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააყენონ განახლება მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების მკვლევარებმა ოპერაციულ სისტემაში სერიოზული ხარვეზი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უსაფრთხოების ხარვეზი, რომელიც ცნობილია, როგორც PrintNightmare, გავლენას ახდენს Windows Print Spooler სერვისზე.

კიბერუსაფრთხოების კომპანია Sangfor-ის მკვლევარებმა მაისში „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებდნენ, რომ აღმოაჩინეს ხარვეზი Print Spooler-ში, რომელიც პრინტერთან წვდომის საშუალებას მრავალ მომხმარებელს აძლევს. შემდეგ კი მათ შეცდომით გამოაქვეყნეს კონცეფციის მტკიცებულება და მიუხედავად იმისა, რომ მალე წაშალეს, მისი ონლაინ გავრცელება მაინც მოხერხდა.

Microsoft-ის განმარტებით, ჰაკერებს ამ დაუცველობის გამოყენების საშუალებით პროგრამების დაყენება, მონაცემების ნახვა და წაშლა, ან მომხმარებელთა ახალი ანგარიშების შექმნაც შეუძლიათ. ეს საშუალებას აძლევს ჰაკერებს მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე საკმარისი კონტროლი მოიპოვონ და სერიოზული ზიანი მიაყენონ.