Politico: აშშ-ის 30-ზე მეტმა შტატმა Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელი შეიტანა

ვაშინგტონმა და კიდევ 36-მა შტატმა გუშინ, ანტიმონოპოლიური საქმიანობის დარღვევის გამო, კომპანია Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი Android-ისთვის აპლიკაციების მაღაზია Google Play-ის მონოპოლიურ გამოყენებას უკავშირდება. ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Politico ავრცელებს.

Google Play-ის კონტროლთან დაკავშირებით სარჩელი კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შევიდა, რომელშიც კორპორაციას ბრალად ედება მომსახურებისთვის 30%-იანი საკომისიოს აღება.

აშშ-ის იუსტიციის სამინსიტრომ Google-ის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი გასული წლის 20 ოქტომბერსაც შეიტანა. მაშინ ფედერალურ ხელისუფლებასთან ერთად მოსარჩელე მხარეს კიდევ 11 შტატი წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ შტატების გენერალური პროკურორები რესპუბლიკელები არიან.

კოკა კვირკველია