აუქციონზე კიდევ ერთი სახელმწიფო საწარმო გაიყიდა

ელექტრონულ აუქციონზე კიდევ ერთი სახელმწიფო საწარმო გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე 1,700,850 ლარად გაყიდა. აქტივის საწყისი ღირებულება 1 697 850 ლარს შეადგენდა.

„გაცნობებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიმდინარე წელს ჯამში პრივატიზებულია 4 სახელმწიფო საწარმო: შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, სს „მცხეთის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 372 ცალი აქცია, „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის“ 100%-იანი წილი და შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილი.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.