სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნება

სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სასათბურე მეურნეობა “იმერეთი გრინერი” გაიხსნება

საწარმოს გახსნას ინვესტორებთან ერთად დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სასათბურე მეურნეობა “იმერეთი გრინერი” კერძო ინვესტორების - ბობ მეიერის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ლევან ბაღდავაძის და ასევე ჰოლანდიური კომპანია FoodVentures მიერ დაფუძნებული კომპანიაა.