IT კომპანიების მომავალი - რა ტექნოლოგიები განსაზღვრავს IT ინდუსტრიის მომავალს?

ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემური ინტეგრაციის ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ვირტუალიზაციის, ჰიპერკონვერგენტული სისტემების და ღრუბლების განვითარებამ, ინტერნეტზე წვდომის სიჩქარის განუხრელმა ზრდამ, მობილური კავშირის განვითარებამ და გავრცელებამ შესაძლებელი გახადა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიწოდებას სერვისის ფორმა მიეღო და ეს სერვისიც მოხმარებული ყოფილიყო არა მუდმივად, არამედ მხოლოდ საჭირო რაოდენობით. ბიზნესისთვის საჭირო მრავალმა სერვისმა ღრუბლებში გადაინაცვლა, ხოლო ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა კომოდიტიზაცია განიცადა.

koka-1625753632.jpeg

ამავე დროს მოხდა გლობალური IT მწარმოებლების რეორიენტაცია საბოლოო მომხმარებლებზე, გაყიდვის და მხარდაჭერის არხები დამოკლდა და ისინი მაქსიმალურად დაუახლოვდნენ მომხმარებლებს. ქართულ ბაზარზე დიდი ზომის კომპანიებმა დაკარგა აქტუალობა, რამდენადაც ცოდნასა და გამოცდილებაზე უფრო მარტივი და მოსახერხებელი წვდომით, გლობალური მწარმოებლების ეკოსისტემებმა საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს მიეღწიათ მსგავსი ან უკეთესი ეფექტურობისთვის ნაკლები დანახარჯებით, რაც ადრე მხოლოდ დიდ კომპანიებისთვის იყო შესაძლებელი, - გვპასუხობს სისტემური ინტეგრატორი საქართველოში და IT საკონსულტაციო კომპანია სპექტრის მმართველი პარტნიორი, კარლო მათითაიშვილი, - სწორედ ამ ბიზნეს ლანდშაფტს მოევლინა სპექტრი 2017 წელს და მისი წარმატებაც, არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით კანონზომიერია.

სპექტრი მულტივენდორული კომპანიაა - არაერთი მსოფლიო ბრენდის პარტნიორია საქართველოში. მისი ბიზნეს მოდელით, პარტნიორების დიდი ქსელით, პროცესებში მოქნილობითა და ექსპერტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომხმარებელს სწრაფ, ეფექტურ და ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობს, რაც მათ წარმატებული და მომგებიანი ბიზნესის კეთებაში ეხმარება.

“ჩვენ კლიენტები გვენდობიან, გვიზიარებენ და ჩვენთან ერთად განიხილავენ თავიანთ ბიზნესის საჭიროებებს, სტრატეგიებს - დიზაინიდან დაწყებული ოპერაციებამდე, რის ანალიზის შედეგად ჩვენი გუნდი იმუშავებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს, რომელიც როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიურად, ყველაზე ოპტიმალური და მომგებიანი გადაწყვეტაა”, - ამბობს სპექტრის წარმომადგენელი.

კომპანიას გააჩნია სერვისების ის სრული პორტფოლიო, რაც დღეს და მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი იქნება ბაზარზე სხვადასხვა დარგის წარმატებულად ოპერირებისთვის: აიტი სტრატეგიის შემუშვებას და კონსულტაცია; IT აუდიტს და შეფასება, გამოთვლითი, შემნახველი და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიწოდება და დანერგვა, დატა-ცენტრების მშენებლობა და აღჭურვა, კიბერუსაფრთოების სერვისები და ქლაუდ სერვისები. ამას გარდა, კომპანია აქტიურადაა ჩართული სამშენებლო ინტეგრაციის ბიზნესშიც, სადაც უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ე.წ „ჭკვიანი სახლების“ სისტემები და მრავალი სხვა ქვესისტემა.

ბოლო წლების მანძილზე აიტი წამყვანი მიმართულება გახდა ნებისმიერ სექტორში, ჰოსპიტალურიდან დაწყებული განათლებით დასრულებული. ამას ადასტურებს მსოფლიოში ინფორმაციული ტექნოლოგიის ხარჯებიც, რომელიც 4,5 ტრილიონ დოლარზე მეტია. ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ზრდა მსოფლიოში 4.5-5% -ია. აიტი საშუალებას აძლევს ბიზნესს, მიიღოს შედეგები უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით და თავისი კონცეფციით არის პასუხი - ე.წ. გადაწყვეტა იმ პრობლემებისა, რაც ბიზნეს სამყაროს წინაშე დგას. სწორედ პრობლემა - გადაწყვეტის პრინციპზეა აგებული ნებისმიერი პროდუქტი თუ სერვისი, რასაც აიტი ბიზნესი მის მომხმარებელს სთავაზობს.

დღეს ჩვენ შევეცდებით კომპანია სპექტრის მმართველ პარტნიორ, კარლო მათითაიშვილთან ერთად რამდენიმე წამყვან მიმართულებას შევეხოთ და ვისაუბროთ მათ აქტუალობაზე, მნიშვნელობაზე ბიზნეისის თუ ორგანიზაციის განვითარების პროცესში.

აიტი სტრატეგიის შემუშვება

მნიშვნელოვანია, ორგანიზაციას გააზრებული ჰქონდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ბიზნესის ან ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში. აიტი სტრატეგიის სწორი დაგეგმვა და განხორციელება საშუალებას იძლევა, გავიაზროთ აიტი როგორც შიდაორგანიზაციული სერვისი, ოპტიმალურად დავაკომპლექტოთ და ვმართოთ ის ისე, რომ მივიღოთ სასურველი ბიზნეს შედეგები დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში. ამას ემატება ისიც, რომ მრავალი ინდუსტრიისთვის საჭიროა ასევე საკანონმდებლო ნორმების და რეგულაციების დაცვა, რასაც სახელმწიფო და/ან საერთაშორისო ბაზარი ითხოვს. ამ კუთხით კომპანია სპექტრი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც აიტი სტრატეგიის ფორმირებას და კონსულტაციას, ასევე აიტი და რეგულაციებთან შესაბამისობის აუდიტს, სათანადო დოკუმენტაციის ფორმირებით.

ბოლო ათწლეულის ცვლილებებმა კვლავაც აქტუალური დატოვა ბიზნესის აიტი ინფრასტრუქტურა მისი კლასიკური კომპონენტებით. გამოთვლითი კომპონენტი მოიცავს სხვადასხვა კლასის სერვერულ სისტემებს, ერთი ან მრავალი პროცესორით, შემნახველი კომპონენტი სპეციალიზებული სერვერული სისტემებია, რომელსაც გააჩნია მონაცემთა დიდი მოცულობის შენახვის ფუნქციონალი, ხოლო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ძირთადად მოიცავს სხვადასხვა კლასის კორპორატიულ და სატელეკომუნიკაციო ქსელებს. ყოველივე ნახსენები შესაძლოა გამოყენებული იქნას ვირტუალიზაციის ან ჰიპერკონვერგენციის სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან ერთად ან მის გარეშე. კომპანია სპექტრს დიდი გამოცდილება გააჩნია აღნიშნული სისტემების დაგეგმვაში, ინსტალაციასა და შემდგომ მომსახურებაში.

ქლაუდ სისტემები

იგივე კომპონენტები შესაძლოა გამოვიყენოთ ქლაუდ სისტემების ფარგლებშიც. ამ სისტემების ხიბლი იმაშია, რომ გამოთვლითი, შემნახველი და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მისაღებად ღრუბელში არაა საჭირო დიდი კაპიტალური დანახარჯები. დამკვეთი იხდის მხოლოდ იმას, რაც მოიხმარა და აქვს სრული კონტროლი როგორც მოხმარებულ სერვისებზე ასევე ხარჯებზე. ამას გარდა აღარაა საჭირო ლოდინი როდის ჩამოვა და დაინსტალირდება აპარატურა, გაიმართება ოპერაციული სისტემები და აპლიკაციების და პროგრამირების პლატფორმები - ღრუბელში აღნიშნული კომპონენტები ან პირდაპირაა ხელმისაწვდომი ან მათ გაშლას და ინსტალაციას წუთები სჭირდება. განსაკუთრებული აქტუალობა ქლაუდ სისტემებმა COVID-19 ის პანდემიის დროს შეიძინა და მრავალი კომპანიის მდგრადობა უზრუნველყო დისტანციური და/ან ჰიბრიდული საქმიანობის რეჟიმში. კომპანია სპექტრი საკუთარ გამოცდილებას და წამყვანი ვენდორების ქლაუდ სისტმებს სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის სპეციალისტების მეშვეობით შესაძლებელია ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის და სერვისების დაგეგმვა, იმპლემენტაცია, ხარჯების პროგნოზირება და კონტროლი.

კიბერუსაფრთხოება

ბიზნესის მზარდი გაციფრულება, აპლიკაციების ინფრასტრუქტურის სირთულის განუხრელი ზრდა და ციფრული არხების მრავალფეროვნება წარმოქმნის ჩამოყალიბებული სენსიტიური გარემოს რეგულირების და დაცვის აუცილებლობას. ბიზნესი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს განიცდის კიბერდანაშაულის შედეგად. კიბერუსაფრთხოება დღესდღეობით იქცა ტრენდულ, თუმცა ნაკლებად გააზრებულ და კიდევ უფრო ნაკლებად დაფინანსებულ მიმართულებად. კომპანიებს ხშირად უჭირთ გაიაზრონ, რომ კიბერუსაფრთხოება არ მიიღწევა მხოლოდ ცალკეული აპარატული ან პროგრამული კომპონენტების დანერგვით, რომ მას უნდა ჰქონდეს ზომვადი კრიტერუმები, აზღვევდეს რისკებს და ითვალისწინებდეს ადამიანურ ფაქტორს. კომპანია სპექტრი ეხმარება ბიზნესს შეარჩიოს დაცვის სწორი სტრატეგია, აირჩიოს სწორი აპარატული და პროგრამული კოპონენტები და რაც მთავარია, შეიმუშაოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც უსაფრთხოებას ციფრულ გარემოში განიხილავს როგორც უწყვეტ პროცესს, სადაც გათვალისწინებულია ყველა კომპონენტის მნიშვნელობა, არის ზომვადი და აზღვევს ბიზნესის რისკებს. კომპანიის შეთავაზებაშია ასევე კიბერუსაფრთხოების სერვისის აუთსორსინგიც, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს აირიდოს კაპიტალური და სხვა დანახარჯები და მიიღოს ზომვადი და კონტროლირებადი სერვისი წინასწარ შეთანხმებული პარამეტრებით.

და ბოლოს, კომპანია სპექტრი აწარმოებს მაღალი კლასის ფიზიკური ინფრასტრუქტურის და დატა-ცენტრების დაგეგმვას, მშენებლობას და მომსახურებას. სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები, პრეციზიული გაგრილება, სისტემების მონიტორინიგი, ავტომატური ხანძარაღმოჩენა და ხანძარქრობა, უწყვეტი ელ-კვება, ფიზიკური უსაფრთხოება და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც კომპანიის პორტფოლიო მოიცავს. ამ მხრივ ბოლო წლების მანძილზე კომპანიამ განახორციელა ათზე მეტი მისიაკრიტიკული ობიექტის მშენებლობა და დღემდე ეწევა მათ მომსახურებას. დატაცენტრების გარდა, კომპანია აწარმოებს ინტეგრაციას, რომელიც სამშენებლო/დეველოპერული პროექტების დროს გამოიყენება. ამ მიმართულებით გამოიყენება წამყვანი ბრენდების გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინდუსტრიული ვერტიკალისთვის.

(R)