მსესხებლების 13% კრედიტს ვერ იხდის - რა მოცულობის კრედიტია გაცემული საქართველოში

საქართველოში მსესხებლების 13%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2021 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 237 512 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 446 830-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 820 876 ადამიანს აქვს, ჯამში 28,674 მლრდ ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 88,6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით ბანკებიდან კრედიტი აღებული აქვს 1 614 572 მსესხებელს, 26,358 მლრდ ლარის მოცულობის. სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 555 887 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 1,790 მლრდ ლარს შეადგენს. კიდევ 21 316 ადამიანს კი სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, ჯამში 525,2 მლნ ლარის.