პირველად ბოლო 5 წელიწადში BMW უსწრებს Mercedes-Benz-ს

მიმდინარე წლის მეორე კვარტალიც მიილია და მსოფლიოს წამყვანმა პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდებმა გაყიდვების მაჩვენებლები გაავრცელეს. როგორც ირკვევა აპრილიდან ივნისის ჩათვლით ამ სეგმენტს ახალი ლიდერი ჰყავს და ეს არის BMW.

გერმანულმა კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.5% -ით მეტი ავტომობილი გაყიდა. ბავარიელებმა საანაგრიშო პერიოდში 617,749 მსუბუქი ავტომობილის რეალიზება შეძლეს. ჯამში კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 1,178,292 ავტომობილი გაყიდა, რაც 39.9%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი იყო BMW 3 Series, რომელის გაყიდვები 50%-ით არის გაზრდილი, მეორე ადგილზე გაყიდვებს შორის არის 33,3%-იანი მატებით BMW 5 Series, 43,9%-იანი ზრდა კი აქვს BMW X3-ს.

რაც შეეხება მის უშუალო კონკურენტს - Mercedes-Benz-ის გაყიდვები მეორე კვარტალში 27%-ით არის გაზრდილი 581,201-მდე, ხოლო წლის პირველ ნახევარში ეს ციფრი შეადგენს 1,162,471-ს, რაც 24.3%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მნიშვნელოვნად გაეზარდა ელექტრო და პლაგინ-ჰიბრიდების გაყიდვები,(+305.0%) და ჯამში მიმდინარე წელს გაიყიდა 121,500 ელექტრომობილი და პლაგინ ჰიბრიდი. აქედან 39,000 მხოლოდ ელექტროა (EQA, EQC და EQV) დანარჩენი კი პლაგინ-ჰიბრიდი. სამქიმიანებთან მეორე კვარტალში 69,2%-იანი ზრდა ფიქსირდება S-Class-ის გაყიდვებში, რა პერიოდშიც რეალიზებულია 21,500 „სუპერ“ სედანი. იხილეთ გაგრძელება