დღეს ჯო ბაიადენი ჩინურ შავ სიას კიდევ 10-ზე მეტ კომპანიას დაამატებს

Reuters-ის ვაშინგტონის ბიუროს ექსკლუზივით, დღეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ შავ სიას კიდევ 10-დან 14-მდე ჩინურ კომპანიას დაამატებენ. თეთრმა სახლმა მაღალტექნოლოგიური დაკვირვებების შედეგად, პროვინცია სინცზიანში, მონური მუშაობის მხრივ, ადამანის უფლებათა დარღვევის ახალი ფაქტები გამოავლინა, რაც შავი სიის გაზრდის საფუძველი გახდა.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა გასულ თვეს შავ სიაში 5 ჩინური კომპანია და ორგანიზაცია შეიყვანა, რისი მიზეზიც ჩინეთის შორეულ დასავლეთ რეგიონში მონური შრომის ბრალდებები გახდა. ამ კომპანიებს, რომელთა შორის მზის პანელის მასალების ფირმა Hoshine Silicon Industry-იც მოხვდა, საქონელზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებზე წვდომა შეეზღუდათ.

„ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ სიაში ახალი სუბიექტების დამატებით ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, ადამიანის უფლებების დარღვვევის გამო ჩინეთს პასუხისმგებლობა დააკისროს,“ - წერს Reuters.

ჩინეთი მონურ შრომასა და გენოციდზე ბრალდებებს უარყოფს და სინცზიანში თავის პოლიტიკას სეპარატიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის აღმოფხვრის აუცილებლობით ამართლებს. ჩინელები ამტკიცებენ, რომ ექსტრემისტული ორგანიზაციები მუსლიმ ეთნიკურ უმცირესობა უიგურებსა და ჩეთის უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფ ჰანცებს შორის შუღლის ჩამოგდებს ცდილობენ.

2019 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, მუსლიმ უმცირესობასთან დამოკიდებულების გამო , თავის ეკონომიკურ შავ სიას ხელოვნურ ინელექტზე მომუშავე რამდენიმე წამყვანი ჩინური სტარტაპი დაამატა. ტრამპისდროინდელი ვაჭრობის დეპარტამენტის სამიზნეს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების 20-მდე ბიური და 8 კომპანია წარმოადგენდა. მათ შორის იყო ვიდეოთვალთვალის ფირმა Hikvision, ასევე, ადამიანის ვინაობის დამდგენი ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიები - SenseTime Group და Megvii Technology. მათ ბრალად ედებოდათ უიგურების, ყაზახებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობის წარმომადგენლებზე მაღალტექნოლოგიური თვალთვალი.

გაეროს ექსპერტებისა და უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, ბოლო წლებში სინცზიანის ბანაკების უზარმაზარ სისტემაში მილიონზე მეტი უიგური და მუსლიმი უმცირესობის სხვა წარმომადგენელი იქნა მოთავსებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ