ევროკავშირი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სააგენტოს ქმნის

ევროკავშირი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სპეციალურ ორგანოს ქმნის, რომელსაც ფინანსური ორგანიზაციების გაკონტროლების უფლება ექნება.

გაზეთ Financial Times-ის ცნობით, ევროკომისია სააგენტო Anti-Money Laundering Authority (AMLA)-ის შექმნის კანონპორექტს მიმდინარე თვეს წარადგენს. AMLA მუშაობას 2024 წლიდან უნდა შეუდგეს, ხოლო 2026 წლიდან ტრანსასაზღვრო ფინანსური კომპანიების გაკონტროლებასა და ფულის გათეთრების შემთხვევაში, მათ დაჯარიმებასაც შეძლებს.

The Wall Street Journal წერს, რომ ამ ინიციატივით ევროკომისია ცდილობს, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთიანი რეგულაციები შემოიღოს.

გაზეთის შეფასებით, ყოველწლიურად ევროკავშირში ასობით მლრდ ევროს საეჭვო ფინანსური მაქინაციები ტარდება, რასაც ბლოკი ვერ უმკლავდება, რადგან წევრ სახელმწიფოებს შორის მოქმედების საერთო წესი არ არსებობს. ახალი სააგენტო ამ პრობლემას აღმოფხვრის.

კოკა კვირკველია