არნოლდ შვარცნეგერი, ჩაკ ნორისი და ჯეინ ფონდა - ვინ არიან  მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფიტნეს გურუები

უკვე დიდი ხანია, რაც ფიტნესი ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტად ითვლება.

წლების განმავლობაში ფიტნეს ინსტრუქტორების როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დღეს რამდენიმე პოპულარული ფიტნეს გურუ მილიარდებსაც კი ფლობს, მათი საქმიანობა ჰოლივუდში ერთ-ერთ პრიორიტეტულად ითვლება.

ადამიანები, რომლებიც სფეროში დამწყებები არიან, ხშირად საჭიროებენ ხარისხიან რჩევას. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია დროის მართვა, კვება და სათანადო ტრენინგის კალენდარი. სწორედ ამ უკანასკნელის დაგეგმვისას დაგჭირდებათ ფიტნეს ინსტრუქტორი. მისი დაქირავება ბაზარზე სხვადასხვა ფასია, თუმცა ვარსკვლავები ამაში ფულს ნამდვილად არ ზოგავენ.

წარმოგიდგენთ 2021 წლის ყველაზე ყველაზე მდიდარ ფიტნეს გურუებს:

10. შონ ტომპსონი

შონ ტომპსონი პოპულარული ფიტნეს მწვრთნელია, რომელიც ცნობილი ფიტნეს რეჟიმებით - T25, Cize, ჰიპ ჰოპ ABC, სიგიჟე და ა.შ პროგრამებით გაპიარდა. მისი უცნაური სტილი ძალიან მოთხოვნადია თინეიჯერებში. შონი ერთ დროს ქორეოგრაფი და მოცეკვავე იყო. მისი ქონება 10 მილიონი დოლარია.

9. ჯეკი ვარნერი

ჯეკი ვარნერი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფიტნეს გურუ. იგი ცნობილი გახდა ბრავო TV- ს შოუს წყალობით, სახელწოდებით Work Out. ჯეკიმ მუშაობა ადრე დაიწყო. ზრდასრული იყო, როდესაც საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. თავდაპირველად Warner Bros- ში მუშაობდა, შემდეგ კი თავისი შოუს სცენარი დაწერა. მისი ქონება დაახლოებით 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

8. რიჩარდ სიმონსი

რიჩარდ სიმონსი სხვა ფიტნეს გურუებისგან მიმზიდველი, მაგრამ არაპროგნოზირებადი ცხოვრების წესით გამოირჩევა. მისი შოუ, Sweatin 'To The Oldies, ძალიან პოპულარული გახდა. პანდემიის დროს სიმონსმა შექმნა თავისი YouTube ფიტნეს არხი. მისი ქონება დაახლოებით 15 მილიონი დოლარია.

7. ტონი ჰორტონი

ტონი ჰორტონი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიტნეს ავტორიტეტია მსოფლიოში. ჰორტონის ქონება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, მას აქვს ბრწყინვალე კარიერა კომიკოსის და იუმორისტული მსახიობის ამპლუაში. ფიტნესის სფეროში, ის ცნობილი გახდა თავისი ცნობილი სახლის ფიტნეს პროგრამით "P90X", რომელსაც 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

6. ბილი ბლანქსი

ბილი ბლანქსი თეძოს პრობლემით დაიბადა, რამაც მოძრაობის დარღვევა გამოიწვია. მშობლების რჩევით ბლანქსმა საბრძოლო ხელოვნება 11 წლის ასაკში დაიწყო და მალევე პროფესიონალი გახდა. ბილი ვეინ ბლანქსი Tae Bo სავარჯიშო პროგრამის მსახიობი და შემქმნელია. იგი ფლობს 30 მილიონ დოლარს.

5. ტრეისი ანდერსონი

ტრეისი ანდერსონი ჰოლივუდის ვარსკვლავებზე მუშაობს. იგი მუშაობდა ისეთ ცნობილ პიროვნებებთან, როგორიცაა მადონა და შაკირა. ანდერსონის ქონება 110 მილიონ დოლარს შეადგენს. ტრეისმა მოცეკვავედ დაიწყო და, დედამისის, დიანა ეფლინის მსგავსად, გრძელი გზა გაიარა.

4. ჯეინ ფონდა

ჯეინ ფონდა იყო მსახიობი, აქტივისტი, პოლიტიკოსი, მოდელი და გარემოს დამცველი. მსოფლიოში სხვა ფიტნეს ინსტრუქტორთა შორის, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. მისი ფიტნეს ვიდეო - “ჯეინ ფონდას ვარჯიში“, რომელიც 1982 წელს გამოვიდა, გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვიდეოჩანაწერი. ფონდა 120 მილიონ დოლარს ფლობს.

3. ჩაკ ნორისი

ჩაკ ნორისი მრავალი პროფესიის ოსტატია. სანამ საბრძოლო ხელოვანი გახდებოდა, იგი აშშ-ს საჰაერო ძალების პროგრამაში ირიცხებოდა. იგი ასევე ცნობილი მსახიობია. ჩაკ ნორისის სპორტული და სამსახიობო კარიერა ერთ დროს ყვაოდა. ნორისმა ააშენა მილიონ დოლარიანი იმპერია, რომლის ღირებულება 185 მილიონი დოლარია.

2. ტონი “ლითლი“

ტონი „ლითლი“ არამარტო ფიტნეს ინსტრუქტორია, არამედ წარმატებული ბიზნესმენიცაა. ტონი დღეს ცობილია როგორც ამერიკის ყველაზე პოპულარული პირადი მწვრთნელი. მისი საავტორო პროდუქტების გლობალურმა გაყიდვებმა 4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს ფიტნეს გურუ 200 მილიონ დოლარს ფლობს.

1. არნოლდ შვარცნეგერი

არნოლდ შვარცენეგერი, პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფიტნეს გურუა. ის ასევე არის ცნობილი მსახიობი, კინოპროდიუსერი, პროფესიონალი ბოდიბილდერი, პოლიტიკოსი და საქმიანი ადამიანი. ბოდიბილდინგის ხელოვნებაში, შვარცენეგერის წვლილი შეუცვლელია. წლების განმავლობაში ის გამოდიოდა ყოველთვიურ სვეტში Flex და Muscle & Fitness ბოდიბილდინგის ჟურნალებში. მისი ქონება 300 მილიონი დოლარია.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი