"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ​გარდაიცვალა

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ბიზნესპრესნიუსი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და "ტვ პირველის" თანამშრომლებს.