აფხაზეთში უკვე 350 მაინინგ ფერმა გათიშეს - ძალოვანები აღიარებენ, რომ კრიპტომაინინგთან ბრძოლაში ძალები არ ყოფნით

აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე კრიპტოვალუტის მოპოვების არალეგალური 350 ფერმა გათიშეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თენგიზ ნარმანიამ დე ფაქტო პარლამენტის ფინანსთა, საგადასახადო და საკრედიტო-საბიუჯეტო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. მან აღიარა, რომ კრიპტომაინიგთან ბრძოლაში სამინისტროს პერსონალის რესურსი არ ყოფნის.

„ჩვენ საკმარისი ხალხი არ გვყავს. ჩვენ არ შეგვიძლია, მთელი პერსონალი მხოლოდ ამ სამუშაოზე გადავისროლოთ, რადგან საკურორტე სეზონია და საქმე ისედაც ბევრია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვმუშაობთ, ”- განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, მაინერების მეთოდები შეიცვალა. მანამდე სამართალდამცავი ორგანოები მსხვილი ფერმების იდენტიფიცირებას ახდენდნენ, რომლებიც 1000 ან მეტი აპარატით შედგებოდა. ახლა კი კრიპტომოპოვებითი ფერმები გაცილებით ნაკლებ აპარატებს იყენებენ და თანაც, მათ კერძო ადგილებში ათავსებენ, სადაც აფხაზური მილიცია რეიდებისთვის შესვლას ვერ ახეხებს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის დაბალი ტარიფები მოქმედებს, რის გამოც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კრიპტომაინინგს ბევრი ადამიანი ეწევა. ამან ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება და ელექტროქსელის კრიტიკული დატვირთვა გამოიწვია, ელექტროენერგიის დეფიციტი კი რუსეთიდან მიწოდებით კომპენსირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ